|
2015-06-17 17:06:42, 777 ნახვა
სამართალი
აჭარაში თბილისის დასახმარებლად ტვირთი და თანხა შეგროვდა
თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მასშტაბით ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, დახმარების მიზნით ტანისამოსი, სურსათი, ჰიგიენისა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ბიზნესმენებმა და სამთავრობო ორგანიზაციებმა შეაგროვეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, შეგროვდა სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები 300-დე ოჯახისთვის. "აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთობა ცენტრალურ შტაბთან თბილისში. შეგროვდა სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლითაც 300-დე დაზარალებულ ოჯახს უზრუნველვყოფთ პირველადი საჭიროების ნივთებით და საკვებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მცხოვრებთ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს დაზარალებულებს,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ხაბაძის განცხადებით, აჭარის მთავრობაში შემავალი სტრუქტურების და თვითმმართველობების თანამშრომლებმა შეაგროვეს 60 000 ლარი, რასაც კვირის ბოლომდე კიდევ დაემატება ფინანსური შემოწირულობა. ამასთან, როგორც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, სტიქიით დაზარალებულებისთვის შეგროვებულ ნივთებს ახარისხებენ და პერიოდულად თბილისში გზავნიან. "მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, არ წყდება მოხალისეთა ნაკადი, რომლებიც რეგისტრირდებიან და საჭიროების შემთხვევაში თბილისში ფიზიკურ დახმარებას გაწევენ. ასევე მოაქვთ საჭირო ნივთები და პროდუქტები, რომლებსაც ვახარისხებთ და პერიოდულად ვაგზავნით თბილისში“ - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა. ჰუმანიტარული ნივთები ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალურად შექმნილ შტაბებში გროვდებოდა. აღნიშნულ ობიექტებზე მოსახლეობას ამ დრომდე მიაქვს დახმარება. ასევე 45 000 ლარის სურსათი შეიძინა ინვესტორთა ასოციაციამ, რომელიც დღეს თბილისში გაიგზავნება. დახმარების სურვილი გამოთქვეს აჭარაში მოქმედმა ქართველმა და უცხოელმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც თანხა გადარიცხეს შესაბამის ანგარიშზე.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)