07:02 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 19:10:28, 3103 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, 31 დეკემბერს საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ ინფორმაცია ტერორისტებთან დაახლოებულმა სააგენტომ გაავრცელა.

გარდა ამისა, ტერორისტები ამტკიცებენ, რომ ამავე დღეს, მაგნიტოგორსკში მიკროავტობუსიც ააფეთქეს.

ცნობისთვის, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველების მტკიცებით, ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილოს კვალი არ აღმოჩნდა. წინასწარი ვერსიით, კორპუსში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

რაც შეეხება მიკროავტობუსის აფეთქებას, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, პოლიციაში აცხადებენ, რომ ავტომობილში დამონთაჯებული გაზის ბალონი აფეთქებდა. მათივე მტკიცებით, ამ ორ აფეთქებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics