05:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-29 14:48:18, 3871 ნახვა

სამართალი
N71-ე ბაღის ზეიმზე, ფოიერვერკის შენობაში გამოყენების გამო, ბავშვი დაშავდა - მიმდინარეობს გამოძიება

თბილისის N71-ე ბაღში გამართულ საახალწლო ზეიმზე, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ბავშვი დაშავდა.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კადრებში ჩანს, რომ ზეიმზე, საახალწლო ფოიერვერკი გაუშვეს, რომლის გამოყენებაც დახურულ სივრცეში აკრძალულია. აღნიშნულმა დარბაზში პანიკა და ხმაური გამოიწვია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდიანარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„სავარაუდოდ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს“, - განაცხადეს სამინისტროში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics