05:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 15:17:02, 1780 ნახვა

სამართალი
„ბახალა“: წარმოუდგენელია ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია

"ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია, დაკავებისას არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ მქონია”, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულმა, მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარდგენილი ბრალის აღიარება მისთვის წარმოუდგენელია.

„ვიცი რა მკაცრია დღევანდელი კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის მიმართ და ცხადია მე ამხელა რისკზე არ წავიდოდი. ჩემთვის წარმოუდგენელია ვაღიარო ის რაც მე არ ჩამიდენია.  ის რაც დღეს ჩემ თავს ხდება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის, გიორგი გიორგანაშვილის ისტორია. ესაა ამბავი, რომელშიც მთელი ქვეყანა უსამართლოდაა გაჭედილი, იმ პროკურორების გამო, რომლებსაც არ აინტერესებთ რეალურად საქმის გამოძიება და ნათითხნი ბრალდებებით ცდილობენ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. იმ ჩინოვნიკების  და მინისტრების გამო, რომლებიც ამ სისტემას კბილებით იცავენ, რადგან კომფორტის და სავარძლის დაკარგვის ეშინიათ“, - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ „ბახალას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დაუმძიმა. რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics