02:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 14:12:47, 1857 ნახვა

სამართალი
თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა ფუნქციონირება საპილოტე რეჟიმში დაიწყო.საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებული ყველა არასრულწლოვნისა და სხვა დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგის მომსახურება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, მულტიდისციპლინური ჯგუფი იზოლატორში მოთავსებული პირების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის პირველად შეფასებას, კრიზისულ ინტერვენციას და ფსიქოლოგიურ კონსულტირებას განახორციელებს.

„ამავდროულად, იზოლატორის დატოვების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება არასრულწლოვნის შესაბამის უწყებაში გადამისამართება (რეფერირება).

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ფონდთან -„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" თანამშრომლობით, UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics