00:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 16:27:04, 1562 ნახვა

სამართალი
გახარია - თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება - ამას ვპირდები პირველ რიგში პოლიციელებს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - გიორგი გახარიამ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კახეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს და განაცხადა, რომ თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"მთავარია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და დასრულდეს წყნარად და მშვიდად. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რისი თმენაც დღეს უწევთ. მინდა დავპირდე ჩემ თანამშრომლებს, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება. ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები პირველ რიგში ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს და კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ დიდ ბოდიშს და დიდ მადლობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics