00:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 19:25:30, 1506 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა   პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მათ პროკურატურამ  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელთან და პროკურორთან, ასევე საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა თავდაპირველად გამოთქმული თანხმობის მიუხედავად, ისინი შეხვედრაზე აღარ გამოცხადდნენ.

„პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის  და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, მისი შვილი კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობას იწყებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics