22:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 12:42:49, 1341 ნახვა

სამართალი
მარნეულის ყოფილი მერი ცილისწამებაზე საჩივარის შეტანას აპირებს

 „მინდა, საჩივარი შევიტანო ცილისწამების გამო“, - ამის შესახებ არნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა განუცხადა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა.

ბაზოვი მისთვის წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე იტყუება.

„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. მინდა, საჩივარი შევიტანო ცილისწამების გამო“, - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.

ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics