12:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 18:29:12, 1930 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: 144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს 50-ლარიან დახმარებას მიიღებს

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბავშვებში სიღარიბის დონის შემცირების მიზნით მომავალი წლიდან იწყება ახალი პროგრამა,  რომელიც გულისხმობს 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50-ლარიანი დახმარების გაცემას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაორმაგდება  დღეს არსებული 10-ლარიანი დახმარება და ოჯახებს დამატებით გამოეყოფათ 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებას ისინი შეძლებენ საკვები პროდუქტების შესაძენად.

„აღნიშნულ დახმარებას მიიღებს 144 ათასზე მეტი ბავშვი და ჯამში, ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 70.0 მლნ ლარამდე. აღნიშნული პროგრამის დაწყება მათ შორის ეხმიანება მსოფლიო ბანკის „ადამიანური კაპიტალის ინდექსის" კვლევის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ეხება 5-წლამდე ბავშვების განვითარების მაჩვენებელს", -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics