22:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-09 13:30:17, 1635 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების  შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ფ.ი. ფონიჭალაში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ხოლო მისი კუთვნილი  ავტომანქანის ჩხრეკისას 42 შეკვრად დაფასოებული სულ 50 გრამი  ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება  ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics