|
2018-11-14 19:29:30, 1834 ნახვა
სამართალი
2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა
2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა, ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ასეთ ფაქტებზე ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფა. სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები. ამასთან, წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი, მაშინ როცა 2017 წელს მეუღლის ან/და ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 ფაქტი დაფიქსირდა. • 2016 წელს მოკლული იქნა 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 - სხვა პირის მიერ. • 2017 წელს მოკლული იქნა 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 - სხვა პირის მიერ. • 2018 წლის 10 თვეში მოკლული იქნა 11 ქალი, რომელთაგან 5 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 6 - სხვა პირის მიერ. 2018 წელს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი 5 მკვლელობიდან: • 1 შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა; • 1 შემთხვევაში დამ - და; • 1 შემთხვევაში ძმამ - და; • 1 შემთხვევაში მამინაცვალმა - გერი; • 1 შემთხვევაში მოხდა იმ პირის მკვლელობა, რომელთანაც დანაშაულის ჩამდენი პირი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა. 2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობებიდან - 1 ფაქტი ჩადენილია პარტნიორის მიერ. 2018 წლის იანვარში უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ განხორციელებული კომპლექსური ინსტიტუციური და შინაარსობრივი რეფორმების შედეგად, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთან, პარლამენტში იხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)