02:49 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 13:38:48, 3094 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში, ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Protothema იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის 9 შეთხვევაში ცნო დამნაშავედ, რომლებიც 2016-2017 წლებში ხორციელდებოდა.

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე იმ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომელსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ თურქეთიდან სალონიკსა და ათენში მიგრანტები გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ავარიაში ირანის მოქალაქე დაიღუპა. სწორედ ამ შემთხვევის დროს პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა შეძლო. 

გამოცემა წერს, რომ ავტომობილის მძროლს, რომელსაც 14 მიგრანტი გადაჰყავდა 85 წელი მიუსაჯეს. ის 30 წლის, მოლდოვას მოქალაქეა.

სასამართლო პროცესზე ყველა ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა. სულ საქართველოს მოქალაქესთან ერთად დამნაშავედ, საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ცნეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics