|
2018-11-07 22:31:20, 2384 ნახვა
სამართალი
შსს-ს ცნობით, ახალქალაქში დაშავებული რემიკ პოღოსიანი აცხადებს, რომ ეზოში დაეცა
სამართალდამცველებმა ახალქალაქში დაშავებული რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა დაასრულეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულმა გამოკითხვისას თავდასხმის ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. „ახალქალაქში დასრულდა გამოკითხვა თარჯიმანის თანდასწრებით. დაზარალებული ამ ეტაპზე რჩება საავადმყოფოში. თავდასხმის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. გამოძიება გრძელდება დაზარალებულის ვერსიის სისწორის დასადგენად. მათ შორის მას ჩაუტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, - აცხადებენ შსს-ში. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოღოსიანს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარში „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაადანაშაულეს. ამასთან, „ძალა ერთაობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)