00:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 13:30:50, 9563 ნახვა

მსოფლიო
კოსაჩოვი: რუსეთი საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, რუსეთი საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კოსაჩოვმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში, მოქმედი ხელისუფლება და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია უპირისპირდება.

„საქართველოს სახელმწიფო მოწყობის გათვალისწინებით, ფორმალურად პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილება გააჩნია. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურად. ამ შემთხვევაში, მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი ხელისუფლება და წინა ხელისუფლებასთან ასოცირებული ოპოზიცია დაუპირისპირდებიან“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

მანვე დასძინა, რომ საქართველოში პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ეს უფლება იქნება ყველაზე მოთხოვნადი ერთ-ერთ ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, რომელიც ახლა ქვეყნიდან გაქცეულია. თუმცა, მომავალში საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის საკმაოდ უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, ვინაიდან საუბარია მეზობელ ქვეყანაზე, რომლის ხალხის მიმართაც რუსეთის მოსახლეობა ძალიან თბილად არის განწყობილი“, - აღნიშნა კონსტანტინ კოსაჩოვმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics