|
2018-10-24 18:52:31, 2038 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" 7-თვიანი მისია წარმატებით დაასრულეს და დღეს სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია დახვდნენ. ბრიგადის გენერლის გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ქართულმა ქვედანაყოფებმა ქაბულში და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მისია წარმატებით და უდანაკარგოდ შეასრულეს. დასავლეთ სარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიას ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული, როტაციის წესით, IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი კი, მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი და საავიაციო ბაზის დაცვა იყო. მე-11 ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)