17:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 14:49:41, 757 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ გიგი უგულავას სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ გიგი უგულავას სარჩელს განიხილავს.

მოსარჩელეს განცხადებით, სადაო ნორმები შესაძლებლობას იძლევა, პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განმეორებით გამოიყენონ, რაც  კონტიტუციის კონკრეტულ მუხლს ეწინააღდეგება.

"დღეს მოქმედი სასამართლოს პრაქტიკით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოსდა სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლოს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, 9 თვეზე მეტხანს ამყოფოს ციხეში, რაც არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რამდენადაც კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლში  პირდაპირ წერია, რომ ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს",-განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს  დღევანდელ განმწესრიგებელ სხდომაზე,  მხარეთა მოსმენებისა და ახსნა განმარტების მოსმენის შემდეგ,   სასამართლო იმსჯელებს,  მიიღებს თუ არა საქმეს არსებითად განსახილველად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics