23:47 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 14:06:19, 3313 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მე უკრაინას შემტევი იარაღი მივეცი, ობამამ კი, ბალიშები და საბნები გაუგზავნა [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა ბარაკ ობამამ "რუსეთს უკრაინის ნაწილი გადასცა". ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

გადაცემის წამყვანმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრიტიკას თავს არიდებს, თუმცა ტრამპი მას შეეწინააღმდეგა და აღნიშნა, რომ ჰელსინკიში კრემლის ლიდერთან შეხვედრისას ის ძალიან მკაცრი იყო.

„თქვენ არ იცით თუ რაზე ვსაუბრობდი პუტინთან შეხვედრაზე. მე მივეცი უკრაინას შემტევი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ობამას ეს არ გაუკეთებია. იცით, ობამამ უკრაინას რა გაუგზავნა? ბალიშები და საბნები. მან მისცა რუსეთს უკრაინის ნაწილი. მიმაჩნია, რომ მასთან ძალიან მკაცრი ვიყავი. ეს იყო რთული შეხვედრა, თუმცა კარგი“, - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა ფიქრობს თუ არა ტრამპი, რომ პუტინი მოწამლვების უკან დგას, რაზეც თეთრი სახლის ლიდერმა ასე უპასუხა:

"შესაძლოა კი, შესაძლოა. მაგრამ მსგავსი რაღაცები ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ჩემთვის მსგავსი მეთოდები მიუღებელია", - დასძინა დონალდ ტრამპმა. 

კითხვაზე - ჰგონია თუ არა, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა განაცხადა, რომ "კი, ისევე როგორც ჩინეთი". 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics