|
2015-06-10 09:36:31, 332 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ადეიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, მაგრამ ახალ გუნდში მე არ ვიქნები
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, თუმცა თავად არა. ამის შესახებ ადეიშვილმა "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ" ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამ ახალ გუნდში შეიძლება არ იყოს ბევრი ძველი სახე და მათ შორის ცალსახად მე, ზურაბ ადეიშვილი. პოლიტიკური დისკუსიის ის დონე, რომელიც არის ქვეყანაში ნამდვილად უნდა შეიცვალოს. აუცილებელია სხვა ტიპის პოლტიიკური დიალოგის შემოტანა ქვეყანაში, მათ შორის კოალიციური მმართველობების, მათ შორის კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების წესის",-განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს წინაშე ის ამოცანები აღარ დგას, რაც 10 წლის წინ იდგა. ადეიშვილის შეფასებით, იზრდება შანსი, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდეს. "საქართველოს წინაშე აღარ დგას ის ამოცანები, რაც იდგა 10 წლის წინ. შესაბამისად უფრო მნიშვნელოვანია, გადავიდეთ ისეთი ტიპის პარტიულ საქმიანობაზე, როგორიც არის აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში. შესაბამისად იზრდება შანსი, რომ განახლებულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მყოფი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში,“ -განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)