|
2018-10-11 20:40:03, 2806 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის პატრიარქს ანათემა მოუხსნა და მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გვერდზე ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა, განცხადება კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა ევსტრატი ზორიამ გააკეთა. „კარგი სიახლეები სინოდიდან. რამდენიმე წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია მსოფლიო საპატრიარქოს ორი მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. პირველი - პატრიარქ ფილარეტის აპელაციის დაკმაყოფილების შესახებ, მეორე - 1686 წელს კიევის მიტროპოლიის ანექსიის უკანონოდ აღიარების შესახებ. ველოდებით წმინდა სინოდის ოფიციალურ განცხადებას“, - აღნიშნა ზორიამ. ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)