18:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 15:23:37, 2744 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე ბიზნეს ასოციაციის წევრებს ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ფორმირების პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებს ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას  განაცხადა, ახალი საბაჟო კოდექსი ელექტრონული საბაჟოს განვითარების იდეას ეფუძნება, დოკუმენტის პრეზენტაცია უკვე შედგა და მის განხილვაში მონაწილეობა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ღიად შეუძლიათ.

„ჩვენ დაანონსებული გვაქვს და უკვე მოხდა პრეზენტაცია ახალი საბაჟო კოდექსის, რომელიც ელექტრონული საბაჟოს განვითარების იდეას ეფუძნება. ჩვენ ეს ღია პლატფორმაზე გვაქვს გაკეთებული და მინდა მოგიწოდოთ, რომ იყოთ ყველა აქტიურად ჩართულები. როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კოდექსი აუცილებლად უნდა იყოს კერძო სექტორის და სახელმწიფოს ძალიან ეფექტური მუშაობის პროდუქტი. ჩვენ ისიც დავაანონსეთ, რომ აუცილებლად შეიცვლება არსებული საგადასახადო კოდექსი და მისი განხილვაც მოხდება ღია პლატფორმაზე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყოთ აქტიურად ჩართულები. მახსოვს, ბიზნეს ასოციაციას ჰქონდა ძალიან კონკრეტული შენიშვნები ძველ რედაქციასთან და აქედან გამომდინარე თქვენი კონტრიბუცია ამ საკითხში არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics