18:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 15:29:16, 2621 ნახვა

სამართალი
ინციდენტი რუსთაველის გამზირზე - ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სარალიძეს კარავი ჩამოართვეს. კარავის წაღების გამო, სარალიძე პროტესტის ნიშნად, გზის სავალ ნაწილზე დაწვა, საიდანაც პოლიციამ ის ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ინციდენტის შემდეგ, სარალიძე პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდა თუმცა, გზაში შეუძლოდ გახდა და დაეცა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. სარალიძე სასწრაფოს მისვლას არ დაელოდა. მან რამდენიმე წუთის შემდეგ მსვლელობა გააგრძელა და პარლამენტთან მივიდა.

ზაზა სარალიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მერიამ კარვის გაშლის უფლება მისცა, თუმცა პოლიციამ მას კარავი უკანონოდ ჩამოართვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics