22:59 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 14:38:53, 4588 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანი ქაოსის, სიკვდილისა და ნგრევის დათესვაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს ირანის იზოლაციისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

ტრამპმა ირანის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში ქაოსის, სიკვდილისა და ნგრევის დათესვაში დასდო ბრალი.

"ის პატივს არ სცემს არც თავის მეზობლებს, არც საზღვრებს, არც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს. ამის სანაცვლოდ, ირანის ლიდერები სხვების ეროვნულ რესურსებს საკუთარი გამდიდრებისთვის იყენებენ", - განაცხადა ტრამპმა.

მანვე დასძინა, რომ ბირთვული შეთანხმების დადება დიდი შეცდომა იყო.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა აშშ-ის მიღწევებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ამერიკა არასდროს ყოფილი ისეთი ძლიერი, როგორც მისი მმართველობის დროს. ამ განცხადებას დარბაზში სიცილი მოჰყვა. აღნიშნულმა პრეზიდენტმა გააკვირვა, თუმცა ტრამპი არ დაიბნა და გამოსვლა გააგრძელა. 

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკა სხვა ქვეყნების სუვერენინტეტს პატივს სცემს და მათგანაც იმავეს ითხოვს.

"პატივსვცმ ყველა ქვეყნის უფლებას იცხოვროს ისე, როგორც მათ თვლიან საჭიროდ. ამერიკა არ გიკარნახებთ თუ როგორ უნდა იცხოვროთ. ერთადერთი რასაც ვითხოვთ პატივი სცეთ ჩვენს სუვერენინტეტს", - განაცხადა ტრამპმა. 

 

 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics