21:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 13:03:37, 1835 ნახვა

სამართალი
შსს-ს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში ხელმძღვანელთა როტაცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეიცვალნენ.

უწყების ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი ზურაბიშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 1999 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. დიმიტრი ზურაბიშვილი 2016 წლიდან ამ დრომდე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი დაინიშნა, რომელსაც აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დავით თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს.

ცვლილებები განხორციელდა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტშიც. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი - მამუკა საღარეიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics