21:19 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 12:56:21, 2546 ნახვა

მსოფლიო
ჯერარ დეპარდიეს 22 წლის ქალი გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს 22 წლის მსახიობი ქალი გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Parisien იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პარიზის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცველებს შესაბამისი ინფორმაცია თავად ქალმა, 27 აგვისტოს მიმართა. გოგონას ვინაობა მედიაში არ სახელდება, თუმცა როგორც მან პოლიციაში განაცხადა, ჟერარ დეპარდიემ მასზე ორჯერ იძალადა. მისი მტკიცებით, ინციდენტები 7 და 13 აგვისტოს მოხდა, როდესაც დეპარდიეს სახლში, პარიზში, თეატრალური პიესის არაფორმალური რეპეტიცია მიმდინარეობდა. 

მედიის ცნობით, ჟერარ დეპარდიე გოგონას მამის მეგობარი იყო და ახალგაზრდას სამსახიობო კარიერაში დახმარებას ჰპირდებოდა.

თავის მხრივ მსახიობი ბრალდებებს უარყოფს. 

"ის შოკირებულია. ასეთი ტიპის ბრალდებები ეწინააღმდეგება მის პიროვნებას და ფასეულობებს. მისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია", - განაცხადა დეპარდიეს ადვოკატმა. 

ცნობისთვის, ფრანგმა მსახიობმა ჯერარ დეპარდიემ 2013 წელს ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics