|
2015-06-04 12:39:24, 401 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს „ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით წარმატებით ვითარდება. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. მინდა გამოვხატო თქვენდამი მადლიერება საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მსურს მოგიწვიოთ საქართველოში. მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ თბილისში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღმავებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, ლატვიელი ხალხის მშვიდობისა და საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)