|
2018-08-01 14:50:33, 730 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა: „შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. წარმატებით ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, დაწყებულია ლოგისტიკის ტრანსფორმაცია, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბება, ბრიგადების საბრძოლო ჯგუფებად ფორმირება; Mission Command მიდგომების დანერგვა, სამთო და საზღვაო, კიბერ თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპონენტების საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ წვრთნებსა და სწავლებებში ინტეგრირება. ყოველივე ეს, სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვით შესაძლებლობებს“, - აღნიშნა მინისტრმა. ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყების მიზანია ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, სრულფასოვნად შეიტანს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ერთგული რჩება ნატოს მოთხოვნის მიმართ და თავდაცვის დანახარჯებისთვის უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 2%-ის გამოყოფას. უფრო მეტიც, გატარებული რეფორმების შედეგად, ჩვენ შევძელით 4%-დან 20%-მდე გაგვეზარდა თავდაცვის ბიუჯეტიდან თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაციაზე მიმართული თანხები“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. „ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)