20:22 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 10:53:10, 1729 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობამ 91-ს მიაღწია

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ AP იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები 190 ადამიანმა, მათ შორის 23-მა ბავშვმა მიიღო. 25 ადამიანი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად 59 ცხედრის ვინაობა იდენტიფიცირებულია, ხოლო 28 ცხედრის ამოცნობა ამ დრომდე არ მომხდარა. 

მედიის ცნობით, რთული მეტეოლოგიური პირორბების გამო ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდეა მისული. დაიწვა ასობით სახლი. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ ხელოვნურად არის გაჩენილი.

მოქალაქეები ხანძრისგან თავის დაღწევას ცდილობენ და საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ადიან. საბერძნეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics