20:21 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 11:01:39, 1746 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან - 3 ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ამერიკის შტატ კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაცია შტატის გუბერნატორის ჯერი ბრაუნის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სტიქიის გამო, შტატის 3 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

"ცეცხლი უკიდია 17 ათას ჰექტარს. არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება, მათ შორის საფრთხე საცხოვრებელ სახლებს ემუქრება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა", - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიაში 12 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ხანძრის ეპიცენტრთან ახლოს თვითმხილველებმა დაინახეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics