17:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 14:50:08, 1131 ნახვა

სამართალი
„სხვისი თეფშიდან ჭამას მედავებიან“ - ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს.

მას გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

ამასთან, როგორც კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალი დაუმძიმდა, რადგან მანამდე გამოძიება 366-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, ხოლო დღეს 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კუპრავა ბრალდების შესახებ პროკურატურის დადგენილებასაც აქვეყნებს, სადაც ნათქვამია: „ზვიად კუპრავა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15: საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან და შეიგინა მოსამართლის მისამართით. პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება. ამასთანავე, იგი კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას“.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics