03:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 12:29:57, 710 ნახვა

სამხედრო
გენერალი ჯონ ნიკოლსონი: ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია აშშ-სა და ნატო-სთვის გასაოცარია

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან შეხვედრა გამართეს. 

"მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. როგორც ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მისიის ხელმძღვანელმა მინდა ავღნიშნო, რომ საქართველო, ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტით არის წარმოდგენილი, რამაც ხელი შეუწყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება და ბოლო 17 წლის განმავლობაში ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას. როგორც ამერიკელი მეთაური კი, მინდა ვთქვა, რომ არასდროს დაგვავიწყდება საქართველო, რომელიც ამერიკის პირველი მოკავშირეა 11 სექტემბრის შემდეგ, ერაყსა და ავღანეთში. ქართველი სამხედროების არაპროფესიონალიზმი დდა გვალიფიკაცია გასაოცარია აშშ-სთვის და ნატოსთვის. ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ძალიან ძლიერები არიან. დიდ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს მიმართ მისიაში მონაწილეობისთვის", - განაცხადაამერიკელ გენერალთან საუბრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გენერალი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს დიდი მხარდამჭერია. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე დაესწრნენ.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics