|
2015-06-01 13:05:59, 373 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველოში თავშესაფარს სირიაში, ერაყსა და უკრაინაში მცხოვრები ითხოვენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანად არის აღიარებული, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ იმატა. როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში თავშესაფარს სირიის, ერაყისა და უკრაინის წარმომადგენლები ითხოვენ. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 341 პირს ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული, 446 ჰუმანიტარული სტატუსი და 519 კი სტატუსის მაძიებელია. „მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელტა მიღებისა და განთავსების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც 60 პირზეა გათვლილი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად. მეზობლებ ქვეყნებში განვითრებული, მძიმე, პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ქვეყანაში თავშესაფრის მაძლებელთა რაოდენბამ იმატა. შესაბამისად, ცენტრის გაფართოების აუცილებლობა დადგა, სწორედ ამიტომ 2014 წელს მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრი მეორე შენობის მშენებლობა დაიგეგმა, სადაც სამინისტრო დამატებით უზრუნვეყოფს მინიმუმ 72 ადამიანის განთავსებას“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)