|
2015-06-01 12:49:32, 367 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: 2016 წლის ბოლომდე 1581 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე დევნილი ოჯახებისთვის რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება. მისი თქმით, 2016 წლის ბოლომდე 1581 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. მინისტრის ინფორმაციით, ქუთაისში 2000 დევნილი ოჯახისთვის 25 16 სართული კორპუსი აშენდება, ზუგდიდში კი 2 460 დევნილი ოჯახისთვის 34 12 სართულიანი კორპუსი. „აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემა მოიხნება. ქუთაისში ორი კორპუსის მშენებლობა უახლოესი 10 დღის განმავლობაში, ხოლო ზუგდიდში სამშენებლო სამუშაოები თვენახევარში დაიწყება. ეს არაა სრული ჩამონათვალი ამ მიმართულებით. სამინისტრო აქტიურად მუშაობს და მალე მშენებლობები დაიწყება რუსთავსა და წყალტუბოში. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 2 ათას 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა, 2016 წლის ბოლომდე კი 1581 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)