|
2018-06-30 13:46:19, 3660 ნახვა
სპორტი
სალაძე - კომისიის რეკომენდაციები უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება
„რეკომენდაციები, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული“, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კომისიის წევრებმა შეხვედრაზე მესამე სექტორს ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გ.მ. სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას უკავშირდება, ხოლო მეორე - საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. „მე ვფიქრობ, რომ ორი რეკომენდაცია, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიას შეიმუშავა, ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით უფრო მარტივად არის საქმე - როდესაც საუბარია, რომ გარდა ორი ადამიანისა, კიდევ მესამემაც მიიღო იქ სხეულის დაზიანება. ეს ადასტურებს რომ მინიმუმ სამი იარაღი იყო გამოყენებული ამ შემთხვევაში. აქ უფრო ნათელია და მკაფიოა. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, საბოლოო გადაწყვეტილება ალბათ კომისიამ უნდა მიიღოს და მე ვისურვებდი რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს სრული კონსენსუსის შედეგად, ეს იდეალური იქნება. ბევრ ვერსიასა და ვარიანტზე იყო საუბარი, თუ რას შეუწყობს ახლა ამ რეკომენდაციის მიღება ხელს და რა შეიძლება დააზიანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეხვედრა დახურული იყო, მე მაინც ღიად ამ შესაძლო რისკებზე ან პირიქით, უკეთეს განვითარებაზე არ ვაპირებ საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი განიხილება და იმედს ვიტოვებ, რომ კომისია მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. მე მოვისმინე, როგორც მხარდამჭერი, ასევე შედარებით რბილი პოზიციები და ვფიქრობ ყველა მათგანი უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული. მით უმეტეს, რომ ის რაზეც, თავიდან ერთგვარი შემოთავაზების სახით იყო საუბარი, მაინც რჩება მოცემულობად და ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ ეს საკითხი ისევ გამოვიდეს რეკომენდაციით კომისიის წინაშე. ამ ეტაპზე რთულია პირდაპირ საუბარი, მითუმეტეს, რომ ბევრი პირი, ვინც შეიძლება აქ ფიგურირებდეს ჯერ კიდევ არ გამოუკითხავს კომისიას, არ მიუღია ახსნა-განმარტებები, დ ყველა ნიუანსი არის გასათვალისწინებელი“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)