|
2018-06-28 10:41:47, 803 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელი მოეწერა Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე, სადაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ კონგმა გააფორმა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ხაზგასასმელია, რომ ეს ხელმოწერა იყო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და შედეგი, რომელიც რეგიონთაშორისი ვაჭრობის გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. ჰონგ კონგი არის საქართველოსთვის როგორც არსებული, ასევე პოტენციური საექსპორტო პროდუქციის ისეთი მნიშვნელოვანი იმპორტიორი და ტრანზიტული ქვეყანა, როგორიცაა ყველი, უალკოჰოლო სასმელები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თხილი, ხილი, თაფლი, ტექსტილის მზა ნაწარმი, ტყავის სამგზავრო ჩანთები, მეტალის ნაწარმი და სხვა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შესაბამისად მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)