|
2015-05-31 14:40:22, 564 ნახვა
სამართალი
ნოდარ ხადური: ჩვენი პოლიციელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ვერც ერთმა დამნაშავემ საქართველო ვერ დატოვოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც ხადურმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, ქართველი პოლიციელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ვერც ერთმა დამნაშავემ ქვეყანა ვერ დატოვოს. "მინდა მივულოცო ყველა პოლიციელს პოლიციის დღე, წარმატებული საქმიანობა ვუსურვო, მათზე ბევრია დამოკიდებული და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოლიციელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა ვერც ერთმა დამნაშავემ საქართველო ვერ დატოვოს",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)