|
2015-01-20 11:09:39, 1861 ნახვა
მსოფლიო
ხარკოვში სასამართლოს შენობასთან მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
ხარკოვში, რაიონულ სასამართლოს შენობასთან მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. ინციდენტთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც უშიშროების სამსახურის, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები შედიან. ხარკოვში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სამართალდამაცავებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. როგორც ხარკოვის ოლქის პროკურატურის პრესმდივანმა ვიტა დუბოვიკიმ განაცხადა, აფეთქების ადგილას ნაპოვნია რუსეთის სიმბოლიკიანი ნივთი, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს საღამოს ხარკოვში, მოსკოვის რაიონულ სასამართლოსთან აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)