15:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 12:50:33, 900 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას

ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლოზ გაგუამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე,  მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ ფინანსთა მინისტრის კანდიდატის რანგში.  დღეს მე წარმოვადგენ ფინანსთა სამინისტროს, მის იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ორიენტირებულია რეფორმებზე, მათ წარმატებით განხორციელებასა და აღნიშნული რეფორმების კონკრეტულ შედეგებზე. ყველა ეს რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას, რომელიც ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მყარ ფუნდამენტს ეკონომიკაში“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics