17:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 12:22:41, 2061 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკის პროკურატურამ დონალდ ტრამპის, მისი ფონდისა და შვილების წინააღმდეგ საქმე აღძრა

ნიო-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ბარბარა ანდერვუდმა, მასშტაბური და სისტემატიური კანონდარღვევის ბრალდებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მის ფონდსა და სამ შვილს სასამართლოში უჩივლა.

ამასთან პროკურატურამ დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ორგანიზაცია Trump Foundation-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა. 

BBC-ის ცნობით, ბარბარა ანდერვუდი აცხადებს, საქველმოქმედო ორგანიზაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო „უკანონო პოლიტიკურ კოორდინაციას“ აწარმოებდა. 

კერძოდ, ორგანიზაცია მის სახელს და ფონდს დონალდ ტრამპის კანდიდატურის მხარდასაჭერად იყენებდა. აღნიშნული აქტივობები კი თავად დონალდ ტრამპისგან იყო ნაკარნახევი.

სარჩელში ნათქვამია, რომ ტრამპის კუთვნილი გოლფკლუბისა და კურორტის სამართლებრივი დავის მოსაგვარებლად ფონდმა 258 ათასი დოლარი გადაიხადა.

ამასთან, ფონდმა დონალდ ტრამპის პორტრეტისთვის, რომელიც ერთ-ერთ გოლფკლუბში დაკიდეს, 10 ათასი დოლარი გამოყო. 

პროკურორი მოითხოვს, რომ ნიო-იორკის შტატში დონალდ ტრამპს ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ათი წლის განმავლობაში აეკრძალოს.  ხოლო მის შვილებს ერთი წლის განმავლობაში. 

პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ საქველმოქმედო ორგანიზაციაში. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებში გარეულები არასდროს ყოფილან.
ბრალდებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციაში იმაზე მეტი თანხა გადარიცხა, ვიდრე თავის დროზე დაიხარჯა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics