23:19 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 15:35:02, 870 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს შენობა 6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობას 6 მილიონ აშშ დოლარად ყიდის. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული შენობა პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად დღეს გაიტანა. სააგენტოში აცხადებენ, რომ სამინისტროს შენობასთან დაკავშირებით ინტერესი დიდია. აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით: საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს. მყიდველი ვალდებული იქნება 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს და მოახდინოს მისი ექსპლუატაციაში გაშვება. უწყება შენობაში 2015 წლის ბოლომდე დარჩება. რაც შეეხება იმას, თუ სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო, ამ დრომდე უცნობი რჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics