|
2015-01-20 10:42:34, 1944 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: ევროკავშირის ურთიერთობა რუსეთთან მაშინ შეიცვლება, როდესაც მინსკში აღებული ვალდებულებები შესრულდება
„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუ მინსკში აღებული ყველა ვალდებულება შესრულდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა. მოგერინის თქმით, სტრატეგიული დებატები არ ნიშნავს ევროკავშირის კურსის ცვლილებას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. „სტრატეგიული დებატები არ ნიშნავს ჩვენი კურსის ცვლილებას რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ განვაგრძობთ იმავე გზას და გადაწყვეტილებაში ერთიანი ვართ. ისინი ვინც დღეს აზრთა სხვადასახვაობას ელოდნენ იმედგაცრუებული დარჩებიან. ჩვენი ურთიერთბა რუსეთთან მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუ მინსკში აღებული ყველა ვალდებულება შესრულდება“,-განაცხადა მოგერინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)