|
2015-05-28 17:08:53, 587 ნახვა
სამართალი
საგანგებო პროკურორისთვის ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება
მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების საქმეების შესწავლის მიზნით საგანგებო პროკურორის ინსტიტუტი შემოდის. ცვლილებას „პროკურორის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის თანახმად, საგანგებო პროკურორს, ნებისმიერი პირის დაკითხვის შესაძლებლობა ექნება. ამასთან, მას შესაძლებლობა ექნება საკითხის გამოკვლევისთვის საჭირო ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებისგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, ასევე თანამდებობის პირებისგან. გარდა ამისა, საგანგებო პროკურორი უფლებამოსილი იქნება, სისხლის სამართლის წარმოების მასალებს გაეცნოს, თუ ეს საქმე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულს ეხება. საგანგებო პროკურორებთან დაკავშირებით ცვლილება შედის ასევე „სისხლის სამართლის შესახებ კოდექსში“, რომლის თანახმადაც საგანგებო პროკურორისთვის შეგნებულად ცრუ ახსნა–განმარტების მიცემა, ახსნა–განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან არიდება და საგანგებო პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გახმაურება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. კერძოდ, საგანგებო (ad hoc) პროკურორისთვის შეგნებულად ცრუ ახსნა–განმარტების მიცემა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 190–დან 240 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3–დან 5 წლამდე. საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან ახსნა-განმარტების მიცემისაგან თავის არიდება, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120–დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე. ამასთან, საგანგებო (ad hoc) პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გახმაურება, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)