|
2015-05-28 10:55:22, 1087 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: პუტინი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სუვერენიტეტს ლახავს
„ვლადიმერ პუტინი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სუვერენიტეტს ლახავს“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიკინგსის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო წესრიგის შესანარჩუნებლად უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. „2009-2012 წლებში რუსეთთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ თანამშრომლობის კუთხით. მაგრამ როცა პრემიერი პუტინი 2012 წელს კრემლში პრეზიდენტად დაბრუნდა, მან რუსეთი სრულიად სხვა გზაზე დააყენა. მან განაგრძო რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისაც. ეს კი ეწინააღმდეგება რუსეთის მეირ აღებულ ვალდებულებებს ჰელსინკში, პარიზსა და ბუდაპეშტში," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)