00:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 13:33:03, 1204 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. 

სასამართლოს განცხადების თანახმად, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს 10 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების განესაზღვრა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულ გ.ჯ.-ს კი სასჯელის სახედ 9 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

„2018 წლის 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები გ.ბ და გ.ჯ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით. 

წინასწარი შეცნობით - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი - არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით. 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics