07:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 18:14:29, 1456 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია

„ვითიბი ბანკმა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კულტურის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი მხატვრის ნინა პერის მასტერკლასზე მიიწვია.

მასტერკლასის თემა  - „ მათი დრო მოვიდა“ ეხმიანება 17 მაისს გახსნილ გამოფენას, რომელიც  ეფუძნება ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს „ლურჯწვერა“ და წარმოადგენს „ლურჯწვერას“  ყველაზე ცნობილი პროტოტიპის ინგლისის მეფის ჰენრი VIII -ის და მის ცოლების, პორტრეტების თემატურ სერიას.  ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს.

სტუდენტებმა დაათვალიერეს გამოფენა და მხატვართან ერთად იმსჯელეს ძალადობის თანამედროვე გამოვლინებაზე, რადგან სწორედ ამ წარმოსახვით შეიქმნა აღნიშნული პორტრეტების სერია, მხატვარი შეეცადა გადმოეცა თუ როგორი იქნებოდა თანამედროვე „ლურჯწვერა“ და მისი ცოლები.

ვითიბისთვის უარღესად მნიშვნელოვანია სწორი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება ახალგაზრდებში, სწორედ ამიტომ მოიწვია ბანკმა სტუდენტები ნინა პერის მასტერკლასზე, რომლის განმავლობაშიც ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ისაუბრეს როგორიცაა ძალადობა. ექპოზიციაში წარმოდგენილი მხატვრის ნამუშვერების  ინსპირაციაც ძალადობის თანამედროვე გააზრება გახდა - განაცხადა ვითბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელამ შოთა მაჭავარიანმა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics