22:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 14:48:05, 1370 ნახვა

სამართალი
პროკურორი: დღეს არ გასაჯაროვებულა არც ერთი ისეთი მასალა, რომელიც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის

"არსებობს არასრუწლოვანთა კოდექსი, რომელიც ადგენს უშუალოდ არასრუწლოვანთა მიმართებით არსებულ რეგულაციებს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა მარიკა გოგოხიამ განაცხადა.

მისი თქმით, კოდექსიდან გამომდინარე, პროკურატურის მხრიდან არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„გასაჯაროვდა მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც საზოგადოებისთვის იყო საინტერესო და წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მოხდა საზოგადოების ინფორმირება. არსებობს საქმის მასალების ნაწილი რომლის გასაჯაროვება არ არის მიზანშეწონილი და დღეს არანაირად არ გასაჯაროვებულა არც ერთი ისეთი მასალა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან - არ დარღვეულა არც ერთი ნორმა. ისევე როგორც პროკურატურას, ადვოკატებსაც შეუძლიათ, გამოიყენონ ისეთი სახის მასალა, რომლითაც არ დაირღვევა სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე პრინციპი, რაც ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა არ განხორციელებულა“, - განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

თავის მხრივ, საპირისპიროს ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. იგი აცხადებს, რომ პროკურატურას საქმის მასალების გასაჯაროვების უფლება არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics