|
2015-05-27 09:34:31, 339 ნახვა
პოლიტიკა
”ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატები განცხადებას დღეს გაავრცელებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე მისი და მისი კოლეგების მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა. როგორც ხაჩიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დღეს გამოქვეყნდება განცხადება, სადაც იქნება განმარტება იმ მიზეზებზე, რის გამოც მან და მისმა რამდენიმე კოლეგამ პარტია დატოვა. „მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების „ნაციონალური მოძრაობადან'" წამოსვლას მოჰყვა. უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც - იაფფასიანი სისულელე. ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არც თუ ისე მარტივი და კარგად გასააზრებული ნაბიჯი. როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა - „ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე." დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. წინ მნიშვნელოვანი საქმეებია“, - წერს გოგა ხაჩიძე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)