15:24 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 17:23:15, 3125 ნახვა

მსოფლიო
CBS - აშშ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დახმარების პროგრამას წყვეტს

ამერიკის შეერთებული შტატები სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დახმარების პროგრამებს წყვეტს.

როგორც CBS News-ი იუწყება, აშშ-ს სურს მკაფიოდ დაანახოს ყველას, რომ ამერიკელი სამხედროები „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, სირიას სწრაფად დატოვებენ.

საუბარია იდლიბის პროვინციაზე, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ. პროვინციას ამჟამად მეამბოხეები აკონტროლებენ.

რაც შეეხება დაფინანსების შეწყვეტას, მედიის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარზე.

შეერთებული შტატების დახმარების პროგრამა ვითარების სტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. ოფიციალური ვაშინგტონი ადგილობრივ მთავრობას ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა. ტარდებოდა რიგი საგანმანათლებლო პროექტებიც.

სირიის ამავე ნაწილში მდებარეობს აფრინის პროვინცია, სადაც 2018 წლიდან თურქეთმა სირიელი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ასევე, ზოგიერთ რაიონს ტერორისტული ჯგუფები აკონტროლებენ. დანარჩენი ტერიტორია კი,  სირიელი სამხედროების დაქვემდებარებაშია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics