|
2018-05-17 17:36:44, 1873 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტის“ ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება ევროპული ბიზნეს კავშირების გაძლიერებისთვის
ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ევროპული ბიზნეს კავშირების დამყარება“, რომლის მიზანი იყო საჯარო და კერძო სექტორისათვის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ევროპას შორის ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას. პანელური დისკუსიის სპიკერები იყვნენ ასოციაციის გენერალური დირექტორი დევიდ ლოურენს ლი, გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ჰიუგო ფრედი ბრაეკეველდტი და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. „საქართველოს ფოსტა“ მრავალი წელია გახლავთ უმსხვილესი ევროპული საფოსტო გაერთიანების PostEurope-ის წევრი და აქვს დიდი გამოცდილება ევროპული ბიზნეს კავშირების მშენებლობაში, თუ როგორ შეიძლება ამ კავშირების გამოყენება და ბიზნეს ინტერესებად ქცევა. “მნიშვნელოვანია ინტენსიური თანამშრომლობა ქართულ და ევროპულ კომპანიებთან, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ და ცდილობენ ყველა იმ უპირატესობის წარმატებულ გამოყენებას, რასაც ევროპასა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა“, - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ სუბიექტებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქმიანობენ ევროპის ან საქართველოს ტერიტორიაზე. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული სტანდარტის ბიზნეს გარემოს შექმნას, მოახდინოს ჩვენს ქვეყანაში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებაში. „ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს ფოსტის ინოვაციის ხარისხი და მენეჯმენტის თავდადება კლიენტთა მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის. მათი კორპორატიული ხედვა საკმაოდ ამბიციურია, ხოლო მათი ახალი სერვისი - ღია ელექტრონული პლატფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის. ვამაყობთ, რომ საქართველოს ფოსტა ჩვენი წევრია და მზად ვართ მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობისათვის, რომელიც მოიცავს ევროპული ბიზნეს ასოციაციის მედიაციისა და არბიტრჟის სერვისების განვითარებას“, - განაცხადა დევიდ ლიმ, ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორმა.
(R)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)