15:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 13:08:05, 1539 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, კაფე „გალერის“ დაცვის უფროსი დუმილის უფლებას იყენებს

კაფე „გალერის“ დაკავებული დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქმის მასალები ჯერ არ გადასცემიათ და ჟამუტაშვილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კაფე „გალერის“ დაცვის უფროსი კლუბის გარეთ დააკავეს.

„ამ წუთას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იყო თავისი ინიციატივით, ის გამოკითხვას ატარებდა დაზიანებებთან დაკავშირებით. დაკავების დროს მიღებული აქვს დაზიანება ხელისა და ფეხის არეში, ამასთან დაკავშირებით შედგა ოქმი. რაც შეეხება დაკავებას, მას უთხრეს, რომ ამოღებულია 50 ტაბლეტი ექსტაზი. თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ელოდება საქმის მასალების გადმოცემას, გვაინტერესებს, რა მტკიცებულებები აქვთ, ის უარყოფს ამ ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და არანაირი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. როგორც ვიცი, 21 მარტიდან მიდიოდა მიყურადება და ჩაწერა კაფე „გალერიში“ და მათ აქვთ რაღაც მტკიცებულება, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. როგორც თანამშრომლები ამბობენ, როდესაც მოხდა დაკავება, მას ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება“, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შემდეგ, კლუბებში მყოფმა პირებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სამინისტროს ცნობით, 20 პირი დააკავეს. თუმცა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ცნობით, აქციაზე 60-მდე პირის დაკავება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics