|
2015-05-25 18:08:55, 389 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე: ანტისაბანკო განწყობების გაღვივება ძალიან სახიფათო თამაშია
„ანტისაბანკო განწყობების გაღვივება, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა არის ძალიან სახიფათო თამაში“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, „ბანკირები არ უყვართ ბევრ ქვეყანაში, ესა არაა ახალი ფენომენი, მაგრამ ანტისაბანკო განწყობების გაღვივება, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა, არის ძალიან სახიფათო თამაში. ეს არის დადასტურებული უამრავი საერთაშორისო მაგალითით და ძალიან ბევრ ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა ასეთი გზით სიარული. მე დაწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, რაც უამრავმა ქვეყანამ გააკეთა, როგორც სამხრეთ ამერიკაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)